ჰენდი - ნატურალური ტყავის და ხის სინთეზით შექმნილი პირველი ქართული მაჯის ხის საათების ბრენდი, რომელიც დაარსდა 2016 წელს. იდეის ავტორები სოფო გურასაშვილი და ნიკოლოზ გიგაია არიან.
ჰენდი ქმნის უნიკალურ ემოციას, შემოქმედებით და ხელნაკეთი პროდუქტის სახით. პროდუქციას განსაკუთრებულს და უცხოს ხდის მისი დახვეწილი, განსხვავებული დიზაინი, მასალა და ეკომეგობრულობა.
ჰენდი როგორც პერსონა, არის ახალგაზრდა, წარმატებული, შემოქმედებითი და დამოუკიდებელი, რომელსაც აქვს საკუთარი საქმე და ფინანსები. მას აქვს საკუთარი ხედვები და ინდივიდუალიზმი, პატივისცემით ეპყრობა სხვას და მუდმივად მიისწრაფვის განვითარებისკენ. წარმოშობით რათქმაუნდა ქართველია და ცდილობს წარმოაჩნოს მისი ღირებულებები.
ჰენდიმ სტარტაპიდან ბიზნესად ქცევისთვის საკმაოდ რთული და დიდი გზა გამოიარა. მოგვიანებით წარმოებას დაემატა მზის სათვალეები, ტყავის და ხის აქსესუარები.
ბრენდი ყოველდღიურად განიცდის განვითარებას და დღეს ის უკვე შეესაბამება ევროპული ხარისხის სტანდარტებს.
ჰენდის მიზანია შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნება ინოვაცია, გაუძლებს დროს და წარმოაჩენს ქვეყანას და მის კულტურას საერთაშორისო ბაზარზე.