კითხვა – პასუხი

ვინ არის ჰენდის სეგმენტი?
:

ჰენდი ემსახურება როგორც ბიზნეს სექტორს, ასევე ინდივიდუალურ პირებს. იქნება ეს ბინები, კერძო სახლები, აგარაკები, ოფისები, ბიზნეს ცენტრები, სასტუმროები, ფესტივალები და განსხვავებული ლოკაციისა და შინაარსის მქონე ღონისძიებები.

რა არის ღირებულება თქვენი მომსახურებების და როგორ ხდება დათვლა?
:

მომსახურების ფასი განისაზღვრება ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად, რადგან ყველა ობიექტი თავისებურად უნიკალურია და განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს.

თუმცა, შესაძლებელია საფასო დიაპაზონის განსაზღვრა, რომლის დაზუსტებაც მოხდება ჩვენი მენეჯერის ადგილზე ვიზიტის დროს, შესასრულებელი სამუშაოს მასშტაბისა და სპეციფიკის გათვალისწინებით

  • გენერალური დასუფთავების საორიენტაციო ფასია 0.8 – 1,5 ₾ კვადრატულ მეტრზე
  • სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების პროცესში და შემდეგ დასუფთავების საორიენტაციო ფასია 1.8 – 2,5 ₾ კვადრატულ მეტრზე
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ – გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ფასები მნიშვნელოვნად მცირდება ცალკეულ ვიზიტებთან შედარებით!
რამდენად სწრაფად ხდება რეაგირება შეკვეთაზე?
:

ჰენდი ორიენტირებულია მომხმარებელზე, შესაბამისად ჩვენი მიზანია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კლიენტი კმაყოფილი დარჩეს. სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე ხდება მოლაპრაკება მომხმარებელთან, როდის  და სად სურს მომსახურების მიღება ,ამის მიხედვით ჩვენი მენეჯერი მიდის ლოკაციაზე, სადაც ხდება ფასის განსაზღვრა და შემდეგ იწყება დასუფთავების სამუშაოები.

რამდენად არის დაცული სანდოობა?
:

კომპანიის მომსახურება დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ მიერ, რაც გულისხმობს Handy-ს ბრალეულობით კლიენტისთვის მიყენებული ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებას (ნივთების, რემონტის დაზიანება/განადგურება).

დამიზიანდა ავეჯი, ან გამქურდეს, რა ხდება ამ დროს?
:

ვინაიდან ჩვენი მომსახურება დაზღვეულია ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ, ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას  და გინაზღაურებთ  ჩვენი ბრალეულობით მოყენებულ ზარალს,

არის თუ არა ხშირ გამოძახებაზე რაიმე ფასდაკლება?
:

ფასდაკლება მოქმედებს იმ მომხმარებლებზე, რომელიც არიან ჩვენი მუდმივი კლიენტები.

რამდენად ხარისხიანი საშუალებებით ხდება დალაგება?
:

ჰენდი იღებს სრულ პასუხისმგებლობას განხორციელებულ სამუშაოებზე. ჩვენ გემსახურებით პრემიუმ ხარისხის ხსნარებითა და დანადგარებით.