არ აქვს მნიშვნელობა, სახლში ვართ, აგარაკზე თუ ოფისში, კაპიტალური დალაგება სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, რისი დროც დღეს საქმიან ადამიანს სულ უფრო ნაკლები აქვს. სწორედ ამ დატვირთვას აგარიდებთ თავიდან Handy, რომელიც მის მომხმარებლებს დასუფთავების პროფესიონალურ სერვისს სთავაზობს. მომსახურების საფასური დაითვლება დალაგების სირთულით, რაც როგორც Handy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ამირან კალანდიამ გვიამბო, მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურების საფასურს.

M: რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

ამირან კალანდია

Handy ორიენტირებულია უშუალოდ ბინების, აგარაკების, კერძო სახლებისა და ოფისების დალაგება/დასუფთავების სერვისზე. მომხმარებლისთვის გვაქვს სიურპრიზები ინოვაციური პროდუქტების, სხვადასხვა აქციების და ლოიალობის პროგრამების სახით, რაც უფრო მარტივს გახდის მომხმარებელთა ყოველდღიურ ყოფას. კონკრეტული შეკვეთის ღირებულებას განვსაზღვრავთ ინდივიდუალურად და არა წინასწარ განსაზღვრული ტარიფებით, რაც მომხმარებელ მომგებიან პოზიციაში ამყოფებს. გვაქვს ისეთი კომპლექსური მოსახურებები, როგორიცაა: რემონტის შემდგომი დასუფთავება, ავეჯისა და ხალიჩების ქიმწმენდა, ფანჯრების წმენდა, ეზოებისა და ბაღების მოვლა, ლანდშაფტის დიზაინი და მისი შემდგომი მოვლა, ბალახების და სხვა მცენარეული ზედაპირების კრეჭა, მცენარეების დარგვა და ა.შ.

ვთავზობთ წვეულებების სრულ მომსახურებასაც, ავეჯის გადაადგილებას, საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფას: ჭურჭელი, მაგიდა, სკამი, გადასაფარებლები, დამხმარე დიასახლისი. გიქმნით იდეალურ გარემოს სტუმრებისათვის და წვეულების დასრულების შემდეგ სახლს ვუბრუნებთ პირვანდელს იერსახეს, რითაც თავიდან გაციელებთ ბევრ არასასიამოვნო საქმეს.

M: რას გულისხმობთ თქვენი მომსახურების დაზღვევაში და რატომ არის ეს ფაქტორი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი?

კომპანიის მომსახურება დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ მიერ, რაც გულისხმობს Handy-ს ბრალეულობით კლიენტისთვის მიყენებული ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებას (ნივთების, რემონტის დაზიანება/განადგურება). დაზღვევის საჭიროება, კომპანიის მიერ ბაზარზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომელთა შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მსგავსი მომსახურებით სარგებლობისთვის გადაწყვეტილების მიღებისას მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს ნდობის ფაქტორი.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

ჩვენ ვემსახურებით როგორც ბიზნეს სექტორს, ასევე კერძო პირებს. ჩვენი მომსახურება ვრცელდება სახლებზე, აგარაკებზე, ბინებზე, ოფისებზე, ბიზნეს ცენტრებზე, სასტუმროებზე, ფესტივალებსა და განსხვავებული ლოკაციისა და შინაარსის მქონე ღონისძიებებზე.

არსებულ პროდუქტებთან ერთად, სამომავლოდ ვგეგმავთ ტექნიკური მომსახურებების დანერგვასაც, ყველა იმ არასასიამოვნო საქმეების ჩვენს თავზე აღებას, როგორებიცაა, მაგ.: დაზიანებული წყალგაყვანილობის მილების შეკეთება, ტექნიკის შეკეთება და სხვა.