არავისთვის უცხო არ არის, რომ სისუფთავე ჯანმრთელობის გარანტია.

ქლინინგი (დასუფთავება) პროფესიული საქმიანობაა სპეციალიზებული კომპანიების სფეროში, რომელიც სისუფთავეზე ზრუნვას გულისხმობს უძრავი ქონებასა და მიმდებარე ტერიტორიებზე.

საქართველოში დასუფთავების სამსახური 2000-წლების დასაწყისში გამოჩნდა. დღევანდელი მონაცემებით ქართულ ბაზარზე 70-მდე მზარდი თუ სტაბილური ასეთი კომპანიაა რეგისტრირებული, ქვეყანაში ბიზნეს გარემოს განვითარებასთან ერთად, ამ მომსახურების კულტურაც თანდათან მკვიდრდება.

დასუფთავების კომპანიის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: ავტორიტეტი ბაზარზე, მომსახურებების სპექტრი და ღირებულება, ტექნოლოგიები და ქიმიკატები, პერსონალის კვალიფიკაცია და კონტროლის სისტემა. ქართული ბაზარი ამ მხრივ, მისი ტერიტორიული სიდიდის გათვალისწინებით საკმაოდ კონკურენტუნარიანია, ასეთ კომპანიათა უმრავლესობის მიერ თითოეულ კლიენტისთვის მომსახურების პაკეტი იქმნება ინდივიდუალურად. თანამშრომელი დასუფთავების კომპანიაში განაცხადის შემდეგ მიდის ლოკალიზაციის ადგილზე, რათა შეაფასოს მომავალი სამუშაოს მოცულობა, ამ დროს გასათვალისწონებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ტერიტორიის ან შენობის სიდიდე, შეღწევადობა, ოპტიმალური დრო სამუშაოებისთვის. საჭირო თანამშრომელთა რაოდენობა, დასუფთავების გრაფიკი, ხანგრძლივობა.

მომსახურების ღირებულება გამოითვლება ამ მონაცემთა საფუძველზე. დაანგარიშებას კომპანიათა უმრავლესობა აკეთებს უფასოდ, ზოგიერთი კომპანიები მომხმარებელის მოზიდვის მიზნით, კლიენტს სთავაზობს შემოწმებას ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, რათა კლიენტი დარწმუნდეს მომსახურების ხარისხში.

ჩვენ ამ თემებით დავინტერესდით და მოკლე კომენტარი ვთხოვეთ დასუფთავების კომპანია “HANDY“-ის წარმომადგენელს, მის ხელმძღავენელს, ამირან კალანდიას. “HANDY შემთხვევით არ შეგვირჩევია, ეს კომპანია დიდი ხანი არ არის რაც გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, თუმცა მალე დაიმკვიდრა საპატიო ადგილი მობილობის, სეგმენტზე მორგებული მომსახურების პირობებისა და ხარისხის წყალობით, იგი პირველი ქლინინგ კომპანიაა საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკს, რაც დასუფთავების პროცესს უკავშირდება, ამიტომ, ყოველი კონკრეტული შემთხვევა დაზღვეული აქვს სადაზღვეო კომპანა GPI ჰოლდინგში. მან უკვე მცირე დროში კლიენტურის საკმარისზე მეტი ბაზა მოიცვა. მისი მთავარი კლიენტურაა

– აგარაკები და მიმდებარე ტერიტორიები, სასტუმროები, დასასვენებელი ნაგებობები, სუპერმარკეტები და სავაჭრო ცენტრები, საწარმოო, სატრანსპორტო და სასაწყობე კომპანიები, სამედიცინო და სპორტული ობიექტები, ოფისები და ბიზნეს ცენტრები, ბანკები, სამთავრობო სააგენტოები და სხვა.

ამირან კალანდია: “დასუფთავების ქართულ ბაზარზე, ექსპერტების აზრით, არსებობენ რამდენიმე ე.წ “ჯიბის” კომპანიები, რომლებსაც აქვთ შიდა წვრილი კომპანიებიც, ამ ობიექტების მომავალი ჯერ კიდევ არ არის ექსპერტების მიერ განსაზღვრული. ერთის მხრივ, ისინი შეიძლება ღიად გამოვიდნენ ბაზარზე და გააფართოვონ კლიენტების ბაზა, თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ ასეთი „ჯიბის” კომპანიები თანდათან დათმობენ პოზიციებს ერთეული “ქლინინგერების” სასარგებლოდ, რომელთა მომსახურების სპექტრი და ხარისხი უკეთესია.

ხაზგასასმელია არარეგისტრირებული, კერძო შეტყობინებების გუნდი, ისინი, როგორც წესი, სეზონური სამუშაოებით (მაგ. ფანჯრების წმენდა) არიან დაკავებულები. მათი მომსახურების სეგმენტი მოიცავს კერძო პირებს, მცირე მაღაზიებსა და ოფისებს. ეს ჯგუფი არის ძალიან არასტაბილური – მუდმივად ადგილი აქვს შიდა გუნდურ ცვლილებებს (ძველი და ახალი კადრის მონაცვლეობა). აღრიცხვა, ამ ჯგუფის, თუ რა ნაწილი მოდის ბაზარზე საკმაოდ რთულია.”

კვლევამ აჩვენა, რომ ნახევარზე მეტი პროფესიული წმენდა ოფისებში მთელს ევროპაში და საქართველოშიც დილით ან სამუშაო საათებში მიმდინარეობს, ზოგადად, ოფისის თანამშრომლები მაღალი დონის პატივისცემას ავლენენ პერსონალის მონდომებული მუშაობის მიმართ და კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია სისუფთავე არამარტო მათი პირადი კომფორტისთვის, არამედ კომპანიის ბიზნესის განვითარებისთვის.