საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტრო დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

„სუფთად ევროპისკენ“ – კამპანიაში ჩაერთვებიან სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, მოხალისეები, უნივერსიტეტები, საჯარო სკოლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ადგილის დასუფთავებაში, ჯამში,  22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

დასუფთავების აქცია 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს ჩატარდება, თუმცა კამპანია  პერმანენტული სახისაა, რომლის ფარგლებშიც დასუფთავების აქცია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში  ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება.